Baby Bag

როდის გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?

როდის გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?

„აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასთან საუბარისას განაცხადა.

მან საგამოცდო პროცესის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოცდებზე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული:

„საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს - როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები – გამოცდები 2019

ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები – გამოცდები 2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.

იხილეთ ტესტები ვარიანტების მიხედვით:

*(არაქართულენოვანი ვერსიების პასუხები ემთხვევა პირველი ვერსიის პასუხებს).


წაიკითხეთ სრულად