Baby Bag

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი სასკოლო ცხოვრების შესახებ გადაღებული ეს 5 ფილმი, აუცილებლად ჩაუჯექით

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი სასკოლო ცხოვრების შესახებ გადაღებული ეს 5 ფილმი, აუცილებლად ჩაუჯექით

გთავაზობთ სასკოლო ცხოვრების შესახებ 5 ფილმს, რომლებიც დასვენების დღეების სასიამოვნოდ და შინაარსიანად გატარებაში დაგეხმარებათ. 

1. მონა ლიზას ღიმილი - Mona Lisa Smile 

ფილმი მოგვითხრობს კეტრინ ანა უოტსონის ისტორიას. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად.

2. ნახევრად ნელსონი - Half Nelson 

სკოლის მასწავლებელი ნარკოტიკების მომხმარებელია. ერთ-ერთი მოსწავლე მის საიდუმლოს აღმოაჩენს, რის შემდეგაც ისინი დამეგობრდებიან. საინტერესოა, რაში გადაიზრდება მათი მეგობრობა.

3. თავისუფლების მწერლები - Freedom Writers

ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.

4. კლასი - The Class

ფილმის მთავარი გმირი ესტონეთში ჩვეულებრივი სკოლის, გამოსაშვები კლასის მოსწავლეა. იოზეპი გამუდმებით ითმენს თანატოლთა მხრიდან დამცირებას და დაცინვას. ის არასოდეს პასუხობს მათ. იოზეპი თავად ახდენს ამის პროვოცირებას მანამ, სანამ მას არ გამოესარჩლება ერთერთი თანაკლასელი კასპერი. იწყება თანაკლასელთა შორის დაპირისპირება.

5. მასწავლებელი - The Teacher

დაწყებითი სკოლის დირექტორი მშობელთა კრებას მოიწვევს, როდესაც გაიგებს რომ ერთერთი მასწავლებელი ბავშვების დახმარებით მშობლების მანიპულირებას ახდენს.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

​MomsEdu​.GE გთავაზობთ ფილმს - „საოცრება“, რომელსაც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ. ფილმი დაფუძნებულია ნიუ-იორკ ტაიმსის ამავე დასახელების ბესტსელერ წიგნზე. 

როგორია ფილმის სიუჟეტი?ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. 

იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - სახე არ აქვს. ავგუსტმა 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ თავად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

ფილმი იხილეთ ბმულზე -​ „საოცრება“

წაიკითხეთ სრულად