Baby Bag

,,ტიტანიკი'' - ფილმი 90-იანი წლებიდან

,,ტიტანიკი'' - ფილმი 90-იანი წლებიდან
,,ტიტანიკი'' ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი იყო, რომელიც 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1 178 ადამიანზე იყო გათვლილი.

სწორედ ამ რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმი ,,ტიტანიკი''. ფილმში 84 წლის შემდეგ, 101 წლის როუზ დე უიტ ბუქეითერი შვილიშვილებს საოცარი სიყვარულის ისტორიას უყვება.

ფილმის მთავარი გმირები ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი არიან. 

ფილმი იხილეთ ბმულზე - ​,,ტიტანიკი''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

ფილმი, რომელიც შემოდგომის სევდიან ამინდს ყველაზე მეტად უხდება

ფილმი, რომელიც შემოდგომის სევდიან ამინდს ყველაზე მეტად უხდება

შემოდგომის სევდიან ამინდებს ყველაზე მეტად კომფორტულად მოკალათება და საყვარელი ფილმის ყურება უხდება. ​,,შემოდგომა ნიუ-იორკში" ის ფილმია, რომელიც დროის სასიმოვნო გატარებაში დაგეხმარებათ.

ფილმის სიუჟეტია ასეთია:

უილ კინი ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე და 50-ს მიღწეული პლეიბოია. მას სერიოზულად არასდროს არავინ, სანამ შარლოტ ფილდინგს შეხვდებოდა. შარლოტა უილზე გაცილებით უმცროსია - იგი მხოლოდ 21 წლისაა და ახლა აპირებს ცხოვრებით ტკბობას.

    წაიკითხეთ სრულად