Baby Bag

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ უჩვეულოდ დიდი ზომის ტყავის ფეხსაცმელი შეკერა. მისი თქმით, ადამიანები სოციალურ დისტანციას ნაკლებად იცავენ, რაც მას სერიოზულ პრობლემად მიაჩნია. მეწაღე თვლის, რომ მის მიერ შექმნილი 75 ზომა ფეხსაცმელი მოქალაქეებს დისტანციის დაცვაში ძალიან დაეხმარება. გრეგორ ლაპი 39 წელია მეწაღედ მუშაობს. მის მაღაზიაში ძირითადად სასცენო ფეხსაცმელი იყიდება, რომელიც მოცეკვავეებისა და მსახიობთა დასების შეკვეთით მზადდება. მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა, გრეგორის ბიზნესმა სერიოზული დარტყმა მიიღო.

რუმინელი მეწაღე ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია. „ქუჩაში წესებს არავინ იცავს, ამის შემჩნევა ძალიან მარტივია. ერთ დღეს მაღაზიაში გავედი, რომ ჩემი ბაღისთვის მცენარეების თესლები შემეძინა. იქ ბევრი ხალხი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველა ერთმანეთის ახლოს იდგა. ადამიანები ჩემს შეკერილ ფეხსაცმელს რომ ატარებდნენ, დისტანციის დაცვა გაუმარტივდებოდათ,“ - აცხადებს გრეგორი.

მეწაღის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი ევროპული სტანდარტით 75 ზომაა, მისი ღირებულება კი 115 $-ია. გრეგორის თქმით, მან უკვე 5 შეკვეთა მიიღო.

სოციალურ ქსელებში ახალი სტილის ფეხსაცმელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ მომხარებელს გრეგორის იდეა ძალიან მოეწონა, ზოგი კი ფეხსაცმლის დანახვამ ძალიან გაამხიარულა. „აბსურდული და ბრწყინვალე“ - ასე დაახასიათეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გრეგორის მიერ შექმნილი ტრენდული ფეხსაცმელები.

მომზადებულია Independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

დრეკადი ეკრანი ჩანთაზე - Louis Vuitton-ის ახალი ტრენდი

დრეკადი ეკრანი ჩანთაზე -  Louis Vuitton-ის ახალი ტრენდი

Louis Vuitton-ი ახალ ტრენდს ქმნის. ფრანგული მოდის სახლმა დრეკადი, 1920x1440 რეზოლუციის AMOLED ეკრანით აღჭურვილი ჩანთები გამოუშვა.

ჩანთა თაჩსქრინით Louis Vuitton-მა მიმდინარე კვირას ნიუ იორკში, CRUISE 2020-ის კოლექციის ჩვენებაზე წარადგინა. ჩანთის ერთ ვარიანტს ერთი ეკრანი აქვს, მეორე ვარიანტს კი - ორი. 

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ჩანთებზე ახალი მექანიზმი მხოლოდ თვალისმომჭრელი დანამატი არ არის, მას თავისი ფუნქციები აქვს, მაგალითად ბრაუზერი, რაც აქსესუარს უფრო ეგზოტიკურს ხდის.

ლუი ვიტონის მოდის სახლი იმედოვნებს, ციფრული ეკრანით აღჭურვილი ჩანთა საზოგადოებაში დიდ ინტერესს გამოიწვევს. „ეკრანიანი ჩანთა სმარტფონის დამატებით ნაწილად არის ჩაფიქრებული,” - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე უცნობია, გამოვა თუ არა ჩანთები გაყიდვაში. 

წაიკითხეთ სრულად