გამოჩნდება თუ არა მარწყვი დახლებზე, პატარები მის დაგემოვნებას ითხოვენ. მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის კენკრის მიცემა და რა რაოდენობით.
კენკრა, მათ შორის მარწყვი, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მარწყვი არ ითვლება ძლიერალერგიულ პროდუქტად. თუმცა მასში პესტიციდების მაღალი შემცველობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. ექიმების რეკომენდაციით, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა შეიზღუდოს.
ნებისმიერი ახალი პროდუქტის, მათ შორის, ხილის დამატებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია. პირველ ჯერზე ბავშვს შესთავაზეთ მცირე ულუფებით, ერთი-ორი ცალი ნაყოფიც საკმარისია. მცირე ულუფების შეთავაზება დაახლოებით 2-3 დღე უნდა გაგრძელდეს.
როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, თუ ამა თუ იმ ხილმა რაიმე ალერგია ან სხვა სახის უკურეაქცია მისცა ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში?
ალერგიის სიმპტომებია:
ფაღარათი, გამონაყარი, ღებინება, შეშუპება... თუ ხილის მიცემისას ასეთი ნიშნები ვლინდება, დაუკავშირდით ექიმს.