Baby Bag

მასწავლებლის სახლი ონლაინ ტრენინგების, ვიდეოგაკვეთილებისა და სხვა საინტერესო აქტივობების სერიას იწყებს

მასწავლებლის სახლი ონლაინ ტრენინგების, ვიდეოგაკვეთილებისა და სხვა საინტერესო აქტივობების სერიას იწყებს

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს ონლაინ ლექციების, ვიდეო კონფერენციების, ელექტრონული რესურსების, ტრენინგებისა და ვიდეოგაკვეთილების სერიას, რომელიც ყოველდღიურად განთავსდება მათ გვერდზე.

„შემოთავაზებული რესურსები თანაბრად საინტერესო იქნება პედაგოგებისთვის, დირექტორებისთვისა და მშობლებისთვის.

ცენტრი ყოველდღიურად შემოგთავაზებთ საინტერესო აქტივობებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში დიდ დახმარებას გაგიწევთ.

გთხოვთ, კომენტარის ან შეტყობინების სახით მოგვწეროთ თქვენთვის საინტერესო თემა, აქტივობა ან სურვილი, რათა ჩვენმა გუნდმა შეძლოს უფრო ეფექტურად დაგეგმოს პროცესი და უკეთ გაიაზროს თქვენი საჭიროება.

ჩვენთვის თითოეული თქვენგანის აზრი და სურვილი მნიშვნელოვანია. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - წერია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ სწავლას

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად