Baby Bag

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ბიჭი შეეძინათ - რა გადაწყვიტეს ახალშობილის სახელზე

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ბიჭი შეეძინათ - რა გადაწყვიტეს ახალშობილის სახელზე

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ბიჭი შეეძინათ - აღნიშულის შესახებ ინფორმაციას ​BBC ავრცელებს. 

პრინც ჰარის თქმით, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილი 3 კილოგრამზე მეტს იწონის.

პრინცმა ჰარიმ გამოხატული მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ის და მეგანი ბავშვის სახელზე ჯერ კიდევ ფიქრობენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი გამოქვეყნდა წყვილის ინსტაგრამზე.

მეგანი სამშობიაროში დილით გადაიყვანეს. მასთან იმყოფებოდა ჰარიც. წყვილთან ერთადაა მეგანის დედაც, დორია რაგლანდი.

სამეფო ოჯახის ახალი წევრი ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა.

პრინცმა ჰარიმ და ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა შარშან 19 მაისს უინძორების სასახლეში იქორწინეს. მეგანის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის 15 ოქტომბერს გავრცელდა.

შეიძლება დაინტერესდეთ