Baby Bag

„უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აიკრძალოს, პირველ რიგში, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები“

„უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აიკრძალოს, პირველ რიგში, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები“

„​წინასწარ უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით მოსახლეობა უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.

მოსახლეობა უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი, ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს, შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ ამისათვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა?  - გადაწყვეტილება მიღებულია

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ -  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად