Baby Bag

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

12 წლის ქართველმა ბიჭმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა. მან სიმღერა „All by Myself“ შეასრულა და ჟიურის მოხიბვლა პირველივე წამებიდან შეძლო.  

სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიური ცრემლებს ვერ იკავებდა. ჟიურის წევრებმა ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება სთხოვეს, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

ალექსანდრე სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში სულ ექვსი ბავშვია.

წაიკითხეთ სრულად