,,არ არის ჯერ სეზონური გრიპი. ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც ცირკულირებს, რაც არის რესპირატორული, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, დაფიქსირდა გაციების გამომწვევი ვირუსი და ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. ახლა, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
შეიძლება დაინტერესდეთ
„გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!“
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
„კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან, სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.
გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.