,,არ არის ჯერ სეზონური გრიპი. ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც ცირკულირებს, რაც არის რესპირატორული, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, დაფიქსირდა გაციების გამომწვევი ვირუსი და ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. ახლა, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
შეიძლება დაინტერესდეთ
,,საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სინოვაკით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
,,საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.
პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები
შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).
დასკვნა:
- საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო
- საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)
- საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი - 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)
- მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი
აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე.
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.