რა მნიშვნელოვანი რიტუალი უნდა შევასრულოთ 22 დეკემბერს? - აღნიშნულის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
შეიძლება დაინტერესდეთ
„ევროპულ ენებში სიმ-ბარათს ჰქვია „ქარდ,“ ეს ქართული სიტყვაა,“ - ლინგვისტი მერაბ ჩუხუა
„რამდენი ტერმინი შექმნილა და ორი დღე არ უცოცხლია, დაბადებით იყო მკვდარი. თუ გავითვალისწინებთ ქარული ენის ბუნებას და შესაძლებლობებს, ის არის ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია. ქართულს აქვს ისეთი სიტყვათსაწარმოებელი შესაძლებლობები, რომლებსაც დღეს სძინავთ. თქვენ ოდესმე გიფიქრიათ, „ქალამანი“ საიდან მოვიდა?! იქ „მანს“ გამოჰყოფთ?
„შესაძლებლობაა, რომელიც არის, როგორც ოქროს ფონდი. ჩვენი რაც არის და შესაძლებლობები რაც აქვს ჩვენს ენას, მაქსიმალურად უნდა იყოს ამოქმედებული. ვინც ქმნის საგანს, ანუ კულტურას, სახელსაც ის აძლევს. ჩვენი ძველი კულტურა არის მოფენილი ჩვენივე შექმნილი სიტყვებით. თქვენ დღეს სიმ-ბარათის გარეშე წარმოგიდგენიათ ცხოვრება? ვერა! რა ჰქვია მას ევროპულ ენაზე? „ქარდ,“ „ქაღტე,“ „კარტა.“ ეს ქართული სიტყვაა. ძველ ქართულში „ქარტაი“ არის ნაწერი ტექსტი, რომელიც ბერძნულში გადავიდა „ქარტოსის“ სახით, მოედო მთელს ევროპას და უკან დაგიბრუნდა „კარტით.“ მე არ ვაჭარბებ. ეს არის დიდი ისტორია, რომელსაც ენა წერს,“ - აღნიშნულ საკითხზე მერაბ ჩუხუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
წყარო: „სხვა შუადღე“