Baby Bag

„დაიხმარეთ ბავშვი საქმეებში და იამაყეთ მისით - ეს აღზრდაა, ხატის შეგზავნაა მის ცხოვრებაში“

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუბრობს ბავშვისათვის დიდობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მნიშვნელობაზე. ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მც​ოდნე დედები

პირველად საქართველოში! MomsEdu.ge-ზე ბავშვთა კვების ვიდეოსახელმძღვანელო თამარ ობგაიძისა და...
​MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.„ბავშვთა კვების ვიდეოსახელმძღვანელოში“ პედ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თვალს რომ ვახელ, ვხვდები, რომ კიდევ ერთი საოცარი დღე იწყება,“ - ლელა მებურიშვილი შვილებთან ურთიერთობის შესახებ

მსახიობმა ლელა მებურიშვილმა „იმედის დღეში“ შვილებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

„ჩემი დილა ყოველთვის არაჩვეულებრივად იწყება. ჩემი შვილი დილით საწოლში გადმოიპარება, ზურგზე მაწვება, მეხუტება და მკოცნის. თვალს რომ ვახელ, ვხვდები, რომ კიდევ ერთი საოცარი დღე იწყება. ამაზე დიდი სიამოვნება, ალბათ, არ არსებობს. ბავშვების სიყვარული იმდენად საოცარი შეგრძნებაა, რომ ვფიქრობ, რაც უნდა ბევრი სირთულე იყოს, მათთან ურთიერთობა ამ ყველაფერს ერთ წამში ფარავს. პირველ რიგში რაც მინდა არის ის, რომ ბავშვები ბედნიერები იყვნენ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ იყვნენ წარმატებულები, ზრდილობიანები, როგორც ყველა დედას, მაგრამ პირველი მიზანი, რაც მაქვს, არის ის, რომ ბედნიერები იყვნენ. ურთულესია იმის მიხვედრა, რა აბედნიერებს ადამიანს, რა სიამოვნებს ან რა უნდა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება რა გვინდა. ვიცით, რომ უნდა ისწავლო, უნდა იმეცადინო, უნდა ჭამო, ბავშვს რა უნდა ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მინდა შვილებს ვასწავლო იმის მიხვედრა, რა უნდათ თვითონ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ.“

ლელა მებურიშვილის თქმით, ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო გზა სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაა:

„ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რჩევა დიდი ხნის წინ მივიღე. ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა, მთავარი სულიერი სიმშვიდეაო. ახლა, ამ რთულ დროს, განსაკუთრებით ვხვდები, რომ თუ შინაგანად ყველაფერი დალაგებული გაქვს და მშვიდად ხარ, ყველაფერს გაუმკლავდები. შეუძლებელია, რომ გარემო ყოველთვის დალაგებული იყოს. რაც უფრო მალე გააცნობიერებ, რომ შეიძლება არ გაგიმართლოს, რაღაც უსიამოვნო მოხდეს, მით უფრო მარტივია ცხოვრება. თუ შიგნიდან სიმშვიდე გაქვს, ამ ყველაფერს ერევი. უნდა ეცადო, რომ ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი დადებითი დაინახო.“

„სტრესისგან ძალიან მარტივად ვთავისუფლდები. ამაში ჩემს დიდ ოჯახთან ურთიერთობა მეხმარება. ცოტა ხნითაც რომ ვნახო ისინი, ძალიან სასიამოვნო ემოციებით ვიმუხტები ხოლმე,“ - აღნიშნა ლელა მებურიშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად