Baby Bag

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რა თხოვნით მიმართავს განათლების სამინისტრო აბიტურიენტების მშობლებს

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რა თხოვნით მიმართავს განათლების სამინისტრო აბიტურიენტების მშობლებს

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. საგამოცდო სექტორებში უკვე დამონტაჟებულია კამერები და ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსქრინინგის მოწყობილობითა და დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევის თქმით, საქართველოს საგამოცდო ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და სამინისტრო აპლიკანტებს გამოცდების მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში დასაწერად ყველა პირობას შეუქმნის. მინისტრის მოადგილე მოუწოდებს გამოცდის მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების წესებს, რომლებიც აპლიკანტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად დაზუსტდა.

უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ნუნუ მიცკევიჩი თხოვნით მიმართავს მშობლებს, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, არ დაელოდონ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრების წინ.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის გაიხსნება 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა:
აბიტურიენტები - 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები - 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლობის მსურველები - 12 000-მდე.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შეძლებენ პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლები სკოლაში დარჩენას?

როგორ შეძლებენ პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლები სკოლაში დარჩენას?

საზოგადოების დიდი ინტერესის ობიექტს დღეს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები წარმოადგენს. მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მსოფლიო კრიზისს ებრძვის, სკოლებში პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერდათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნულმა მასწავლებლებმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურეს.

უკვე გამოჩნდა ათობით ვაკანსია მათ ადგილზე. პედაგოგებს კი სკოლაში დარჩენა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების გზით შეუძლიათ.

„პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა საკმაოდ რთულია. გამოცდისთვის მზადება აპლიკანტმა დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს, სულ მცირე 6 თვით ადრე,“ - აცხადებს ექსპერტი სოფო ბიბილაშვილი.

საქართველოში ახალ სტანდარტზე მორგებული სწავლება ინერგება. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სწვლება გარანტირებულად ჩაგაბარებინებთ გამოცდას.

ჩვენ თქვენთვის მოვიძიეთ საუკეთესო სწავლება, რომელიც გამოცდას ზუსტად ერგება.

მენტორი სოფო ბიბილაშვილი

  • დაწყებითი კომბინირებული კურსი (I-IV)
  • მათემატიკა (I-VI)
  • ქართული (I-VI)
  • ბუნებისმეტყველება (I-VI)

მეცადინეობა წარიმართება განახლებული მასალებით და სტანდარტის შესაბამისად

✔ყველა მეცადინეობა ჩაიწერება და ნებისმიერ დროს შეძლებთ გადახედვას, დაპაუზებასა და თავიდან ყურებას

✔მოგეწოდებათ ყველა საჭირო თეორიული მასალა და სავარჯიშოები

✔განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ანალიტიკურ წერაზე, ტრენერი ყველას ანალიტიკურს გაარჩევს დეტალურად!

სასწავლო ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია სარეგისტრაციო ბმულზე!

რეგისტრაცია სრულდება 30 დეკემბერს!

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 592477277 ან 591504325

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://form​s.gle/BWybxRKanQta3V6r6

R.

წაიკითხეთ სრულად