Baby Bag

„მე-12 კლასში რაც არ უნდა გააკეთო, თუ მანამდე არაფერი არ გისწავლია, ვერ მიაღწევ ამ შედეგს“ - აბიტურიენტები, რომლებმაც მათემატიკაში უმაღლესი ქულები აიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნება დაიწყო. გუშინ მათემატიკისა და სახვით და გამოყენებითი ხელოვნების შედეგები გახდა ცნობილი. ტელეკომპანია „იმედი“ იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც მათემატიკაში საუკეთესო ქულები აიღეს.

რუსუდან ქელდიშვილს მაქსიმალურ მაჩვენებლამდე (მათემატიკაში მაქსიმალური ქულა არის 59) ერთი ქულა დააკლდა. ამბობს, რომ ამოცანას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს და აუცილებლად გაასაჩივრებს.

მაქსიმალური შედეგი 59-დან 59 ქულა აიღო კომაროვის მოსწავლე რატი მენაღარიშვილმა. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მთავარი საკუთარ თავზე მუშაობაა და გამოცდისას დროის სწორად განაწილება. 

ელენე ჩიკვილაძეს მაქსიმალურ მაჩვენებლამდე 3 ქულა დააკლდა. აღნიშნავს, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 10 ივლისს დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. 

დღეს ისევ უცხოური ენის გამოცდა ტარდება და ამით სავალდებულო საგნების გამოცდები დასრულდება. არჩევითი საგნების გამოცდები 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

წაიკითხეთ სრულად