როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
ქართული ორცხობილების საწარმო „ლიბე“2017 წლიდან ზრუნავს მაღალი ხარისხის, გემრიელი ორცხობილების წარმოებაზე. გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნილმა საწარმოო სტანდარტმა და რეცეპტურამ ამ მცირე დროში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მომხმარებლებში.
ამასთან ლიბე არის საქართველოში პირველი ლიცენზირებული კომპანია ჩვილ ბავშვთა ორცხობილების წარმოებაში - მისი მოხმარება რეკომენდებულია პატარებისთვის 6 თვიდან!
,,ლიბეს''ორცხობილების ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ იგი არ შეიცავს:
ტრანს-ცხიმებს,
პალმის ზეთს,
გმო-ს,
კონსერვანტებს
და დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით
„ლიბე“ ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს პატარებზე, რადგან ხშირად სწორედ ლიბეს ორცხობილებია პატარების პირველი მყარი საკვები. ასევე „ლიბეს“ მოხმარება ხელს უწყობს პატარების ღეჭვითი უნარების განვითარებას. ამიტომაც „ლიბეს“ ასორტიმენტში გასულ წელს დაემატა ულაქტოზო და უშაქრო ორცხობილები, წელს კი ახალი, ყველასათვის საყვარელი გემო ვაშლი + ბანანი.
შეგახსენებთ, რომ „ლიბეს“ ქართული ორცხობილების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში: პე-ეს-პე, ავერსი, ჯიპისი, ფარმადეპო, ასევე სპარის მაღაზიათა ქსელში, ჰიპერმარკეტ გუდვილში, კარფურსა და აგროჰაბში.