Baby Bag

რამდენი უნდა ეძინოს ბავშვს ასაკის მიხედვით

რამდენი უნდა ეძინოს ბავშვს ასაკის მიხედვით
ამერიკის პედიატრთა აკადემიის უახლესი რეკომენდაციების მიხედვით, 4-12 თვემდე ასაკის ბავშვებმა 24 საათიდან 12-16 საათი მაინც ძილში უნდა გაატარონ, 1-2 წლის ასაკის პატარას 11-14 საათი უნდა ეძინოს, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებს დღე-ღამეში მინიმუმ 10-13 საათიანი ძილი ესაჭიროებათ, 6-12 წლის ბავშვს სრულყოფილი დასვენებისთვის 9-12 საათიანი უწყვეტი ძილი სჭირდება, თინეიჯერებმა კი ძილისთვის 8-10 საათი მაინც უნდა გამოყონ. 

ძილის მოწესრიგებული რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

იხილეთ ასევე: 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად