Baby Bag

,,თუ უფალი კიდევ მაჩუქებს, რა თქმა უნდა, კიდევ ვაპირებ'' - ქალი, რომელიც დედა 52 წლის ასაკში გახდა

ქუთაისში, „ხონელიძის კლინიკაში“, 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა. ნახეთ სიუჟეტი და არ დაგავიწყდეთ!!!


Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა
ქუთაისში, „ხონელიძის კლინიკაში“, 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა, - ინფორმაციას კლინიკა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მედიკოსების თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.„შეი...

შეიძლება დაინტერესდეთ

„იქ, სადაც ბავშვი ურჩობს, ვიღაც აქეზებს მას: არ დაემორჩილო,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

„იქ, სადაც ბავშვი ურჩობს, ვიღაც აქეზებს მას: არ დაემორჩილო,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის ცხოვრებაში მორჩილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ურჩობა ადამიანის ინფლაცია და ამპარტავნებაა:

„ცხოვრებისადმი მორჩილება კარგია, რა თქმა უნდა. ურჩი ადამიანი იღუპება მერე. ​ამპარტავნებაა დაუმორჩილებლობა. ურჩობა ადამიანის ინფლაციაა. ვინც ამბობს: „ყველაფერი შემიძლია, მერე რა,“ ის იღუპება. ინფლაციის შემდეგ ვინ გადარჩენილა?! შენ რეალობას წყდები და ეცემი მერე. ინფლაციის დროს შენ შენს თავზე არაადეკვატურად დიდი წარმოდგენა გაქვს.“

რეზო კორინთელმა აღნიშნა, რომ ბავშვის ურჩობის მიზეზი ხშირად უფროსების მხრიდან წაქეზებაა:

„შოპენჰაუერი ამბობდა, ტანჯვას ატმოსფერული წნევის დანიშნულება აქვსო. თორემ ადამიანი იმხელაზე გაიბერებოდა, გასკდებოდა. ამიტომ ტანჯვა თავში ურტყამს: „შენ არ ხარ ეს.“ არაადეკვატურია ადამიანმა იფიქროს, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ​მორჩილება კანონისადმი, მორჩილება თამაშის წესებისადმი აუცილებელია. ჩოგბურთელი ემორჩილება თამაშის წესებს, თუ არა?! ოთხი წლის ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს თვითონ?! იქ, სადაც ბავშვი ურჩობს, ვიღაც აქეზებს მას: არ დაემორჩილო. დედა უკრძალავს, მამა ეუბნება: „არაუშავს, გააკეთე!“ იქ არის ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება და ბავშვს იყენებენ ჩოგბურთის ბურთივით.“

რეზო კორინთელმა განმარტა, რომ ის ბრმა მორჩილებაზე არ საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს მშობელმა უნდა ასწავლოს ცხოვრების კანონენის მორჩილება, რაც მას გამარჯვებამდე მიიყვანს:

„მე არ მითქვამს ბრმა მორჩილება. ​ბავშვს უნდა ასწავლო, რომ შენ კანონებს, ცხოვრების წესებს უნდა დაექვემდებარო, თუ გინდა გამარჯვება. თუ ამას არ დაექვემდებარები წააგებ. უნდა ანახო ბავშვს, რომელია ეს წესები.“

„რატომ არ უნდა დაემორჩილო მამას?! ის სიყვარულით გეუბნება, როგორ ჭამო, როგორ შეგერგოს. ექიმი რომ გეუბნება, ეს არ გააკეთო, ის გააკეთე, თორემ გაწყენს, რატომ უნდა გავაკეთო ეს?! ​რატომ გგონია, რომ მამა გინერგავს რაღაცას და გთრგუნავს. მოსიყვარულე მამა გასწავლის ცხოვრებას. შეიძლება მამა ცდებოდეს, შეიძლება ექიმიც ცდებოდეს, წამალს ხომ სვამთ, რა იცით, რომ ექიმი სწორია? რომ ამოწმებთ, ეს არის უნდობლობა. ნეგატიური არ არის მორჩილება,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად