Baby Bag

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.

მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.

ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული ულამაზესი შოკოლადები სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად?

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული ულამაზესი შოკოლადები სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად?

კონდიტერმა მარიამ ჯოხაძემ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული შოკოლადების დამზადების წესი გვასწავლა:

„მინდა, გასწავლოთ, როგორ დავამზადოთ ჩვენი ხელით შოკოლადის ფილა. შოკოლადი 45 გრადუსზე მუშავდება, შემდეგ უნდა ჩამოვიდეს 30 გრადუსამდე და უკვე მზად არის, რომ დავიწყოთ მომზადების პროცესი. დეკორაციები უნდა შეარჩიოთ თემატურად.“

„შოკოლადს დაფაზე რომ მოათავსებთ, ის უნდა დაიფერთხოს, რომ ჰაერი გამოვიდეს. მორთეთ თქვენი გემოვნებით. რძიან შოკოლადზე ყველაფერი არის ძალიან ლამაზი. არ დააჭიროთ დეკორაციას ხელი, როდესაც შოკოლადში დებთ. შემდეგ ფილას ვათავსებთ მაცივარში, რათა 15-20 წუთით დამუშავდეს. როდესაც გამზადდება, მთელი დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს. შოკოლადი საყინულეში არ უნდა მოთავსდეს,“- საახალწლო დეკორაციებით მორთული შოკოლადების მომზადების შესახებ მარიამ ჯოხაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად