Baby Bag

რა ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და სქე­მა­ში

რა ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და სქე­მა­ში

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ​ცვლილებები დამტკიცდა.  გარდამავალი დოკუმენტი უკვე ძალაშია და „მასწავლებლის რეგულაციის წესის“ ამოქმედებამდე იმუშავებს.

რა ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და სქე­მა­ში და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამის აუცი­ლებ­ლო­ბა, ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

„პირ­ველ რიგ­ში, გეტყ­ვით იმას, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ხის პრობ­ლე­მას­თან შე­იძ­ლე­ბა გვქო­ნო­და საქ­მე, თუ­კი ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შე­ე­ხო. სის­ტე­მა­ში გვყავს უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც უკ­ვე დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვპირ­დე­ბო­დით, რომ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი აისა­ხე­ბო­და არ­სე­ბულ სქე­მა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მათ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა აღარ მო­უ­წევ­დათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი, რა თქმა უნ­და, ენ­დ­ნენ ამ გა­ნაცხადს და აღარ აგ­რო­ვებ­დ­ნენ სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გან­საზღ­ვ­რულ კრე­დიტ­ქუ­ლებს. ცვლი­ლე­ბით, რო­მე­ლიც გარ­და­მა­ვალ დო­კუ­მენ­ტ­ში აისა­ხა, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სტა­ტუ­სი ჩა­ეთ­ვა­ლოთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლად, ვიდ­რე მას­წავ­ლე­ბელ­თა რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი არ ამოქ­მედ­დე­ბა და ის არ გან­საზღ­ვ­რავს რო­მე­ლი სტა­ტუ­სის მას­წავ­ლე­ბელს რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა ექ­ნე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩეს და მოს­წავ­ლე­ებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს.

მე­ო­რე ცვლი­ლე­ბით, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ათის გახ­და. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ძა­ლი­ან მუ­შაა და მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბიც იყო. ახ­ლა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა. სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დაწყ­ვე­ტენ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­ად­გი­ნონ, მას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, თუმ­ცა, ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ვი­ღეთ, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ფორ­მა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე და მას­წავ­ლებ­ლე­ბი უკ­ვე ში­ნა­არსს აღარ უყუ­რე­ბენ, არა­მედ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან რა­ღა­ცის შევ­სე­ბა­სა და დას­რუ­ლე­ბა­ზე. ამ ცვლი­ლე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წნე­ხი მოვ­ხ­სე­ნით.

ასე­ვე, შეზღუდ­ვე­ბი გვქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სთ­ვის — მათ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში 5 კრე­დიტ­ზე მე­ტის დაგ­რო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რაც, კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­მა­ტე­ბით ბა­რი­ე­რებს უქ­მ­ნი­დათ. თუ­კი მას­წავ­ლე­ბელს შექ­მ­ნი­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი — არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, დას­წ­რე­ბუ­ლი იყო ტრე­ნინ­გებ­ზე და ა.შ., ამის აღი­ა­რე­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და 5-ზე მე­ტი კრე­დიტ­ქუ­ლით. ცვლი­ლე­ბით ეს შეზღუდ­ვაც მო­ვუხ­სე­ნით მას­წავ­ლებ­ლებს. შეზღუდ­ვა ვრცელ­დე­ბო­და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც — წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3-ზე მეტ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. თუ­კი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კო­ლე­გებს ხვდე­ბი­ან და მათ­თან გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი უღი­არ­დე­ბათ და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შეზღუდ­ვაც მო­ეხ­ს­ნათ.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო სპეც­ს­კო­ლებს — სპეც­ს­კო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თი შე­ფა­სე­ბა ხდე­ბო­და იმ სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით, რო­მე­ლიც სქე­მის მი­ხედ­ვით იყო დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით სპეც­ს­კო­ლებს მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად (უბ­რა­ლოდ, ცენ­ტ­რ­თან უნ­და შე­ა­თან­ხ­მონ). ახ­ლა ისი­ნი შეძ­ლე­ბენ მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მელ­საც თვი­თონ­ვე გა­უ­კე­თე­ბენ მო­დი­ფი­კა­ცი­ას და ეს არ მოხ­დე­ბა ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად, არა­მედ, სკო­ლე­ბის დო­ნე­ზე.

რაც მთა­ვა­რია, არ­სე­ბული კრი­ტე­რი­უ­მების მო­დი­ფი­ცი­რე­ბას იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოახდენენ, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ საკ­ლა­სო ოთახ­ში იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს თა­ვად სკო­ლა და­ამ­ტ­კი­ცებს და შემ­დეგ მი­სი მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­ფა­სებს მას­წავ­ლე­ბელს. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბაა. რე­სურ­ს­ს­კო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რი არ არის — სულ 8 რე­სურ­ს­ს­კო­ლაა, მაგ­რამ იქ მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ და მა­თი გა­რე­მო არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო გა­რე­მო. ასეთ არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ პე­და­გო­გებს, სამ­წუ­ხა­როდ, წინს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

დო­კუ­მენ­ტ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩა­ი­წე­რა კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. როგ­ორც ცნო­ბი­ლია, რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­პენ­სიო ასა­კის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფომ, პენ­სი­ა­ში გას­ვ­ლის სა­ნაც­ვ­ლოდ, ჯილ­დო შეს­თა­ვა­ზა. ისი­ნი, ამ შე­თა­ვა­ზე­ბის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­ი­დან გა­დი­ან ან უარს ამ­ბო­ბენ ჯილ­დო­ზე, პრო­ფე­სი­ა­ში რჩე­ბი­ან და გა­მოც­დას აბა­რე­ბენ. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, წელს, პირ­ვე­ლად გა­დის გა­მოც­და­ზე, შე­საძ­ლოა, მან სრუ­ლად ვერ და­აგ­რო­ვოს საკ­მა­რი­სი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად. ამი­ტომ, ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის ვა­და 2020 წლის იან­ვ­რამ­დე გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­შე­მოდ­გო­მო სემე­ს­ტ­რ­ში ისი­ნი შეძ­ლე­ბენ გა­აგ­რ­ძე­ლონ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და შე­ავ­სონ სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა. ამის გარ­და, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოცხა­დე­ბულ გა­მოც­და­ზე ისევ სცა­დონ ბე­დი გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ან ხელ­მე­ო­რედ ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თუ­კი მა­ში­ნაც ვერ და­აგ­რო­ვე­ბენ სტა­ტუ­სის შე­საც­ვ­ლე­ლად სა­ჭი­რო კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ისევ გა­აგ­რ­ძე­ლონ აქ­ტი­ვო­ბე­ბით შევ­სე­ბა.

პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სთ­ვის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა 2020 წლის იან­ვ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა და, რო­გორც გითხა­რით, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბიც აღარ შე­იზღუ­დე­ბა.

გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებ­საც — იმ მას­წავ­ლებ­ლებ­ის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც აპი­რე­ბენ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ 15 კრე­დიტ­ქუ­ლა რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ისე და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, სექ­ტემ­ბერ­ში, და­მა­ტე­ბით გა­მოცხად­დე­ბა გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა, რი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, სტა­ტუ­სი 2020 წლის­თ­ვის შე­იც­ვა­ლონ.

სი­ახ­ლეა „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. იმის გა­მო, რომ მათ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვეს, უღი­არ­დე­ბათ სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხვდე­ბოდ­ნენ მხარ­დამ­ჭერ ჯგუ­ფებს, მუ­შა­ობ­დ­ნენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­კო­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, მათ, და­მა­ტე­ბით, 6 კრე­დიტ­ქუ­ლა მი­ე­ნი­ჭე­ბათ.

ეს არის ის ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სქე­მა­ში შე­ვი­და. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც სქე­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი და აქ­ტი­უ­რად აგ­რო­ვებ­დ­ნენ კრე­დი­ტებს, წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რომ მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი შუ­ა­ში არ შეწყ­დეს. 2020 წლი­სათ­ვის კი, რო­ცა შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი დო­კუ­მენ­ტი, ის და­ა­რე­გუ­ლი­რებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში სა­ჭი­რო მოთხოვ­ნებს,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად