Baby Bag

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი აღსაზრდელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი აღსაზრდელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი გადაცემაში „იმედის დილა" აღსაზრდელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება

ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება

„ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ვერ ხერხდება,“ - აღნიშნულის შესახებ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი ზარქუას თქმით, საკრებულოს ერთერთი რეკომენდაცია იყო ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა, თუმცა, არსებობს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ადის მინუციპალიტეტი.

„ბაღის მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მცდელობა, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ რეკომენდაციაში შედიოდა. თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ჩვენ გვაქვს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ავდივართ. ესაა საერთაშორისო ნორმით განსაზღვრული და სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ", - დასძინა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ. 

წაიკითხეთ სრულად