Baby Bag

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

„სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა...“ - ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა, ამიტომაც განათლების კომპლექსური რეფორმა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა კულტურისა და სპორტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო იცნობს მეცნიერებით, კულტურითა და სპორტით. სპორტი პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდობის საკითხებთან. მასობრივი სპორტი უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება კულტურას - საქართველოსთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგია და, შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო არსებობდეს ცალკე. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები.“

თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა პროფესიონალ გუნდთან მუშაობა და სურვილი გამოთქვა, რომ სამუშაო პროცესში იქნება ნაკლები ბიუროკტარია, მეტი შემოქმედებითობა და გუნდურობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოიქცეთ 19 ნოემბერს, სავსემთვარობისა და მთვარის დაბნელების დღეს?

როგორ უნდა მოიქცეთ 19 ნოემბერს, სავსემთვარობისა და მთვარის დაბნელების დღეს?
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 19 ნოემბრის სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების შესახებ წერს:

,,ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ , რომ 19 ნოემბერს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. ამით დაიწყება დაბნელების დერეფანი, რომელიც დამთავრდება მზის დაბნელებით 4 დეკემბერს.

ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს დერეფანი, მშვიდად, კონტროლით რამე არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი და ამის გამო არ გავირთულოთ ცხოვრება, ასევე გზებზე ფეხით მოსიარულეები გაფრთხილდით… ისინიც ვინც საჭესთან ხართ იყავით ძააალიან ყურადღებით…

ნუ წამოიწყებთ ახალ და მნიშვნელოვან საქმეს, უმჯობესია გააგრძელოთ ის რაც უკვე დაწყებული გაქვთ და რასაც უკვე აკეთებთ…

კარგია მოიფიქროთ თუ რისგან გინდათ გათავისუფლება და თავის დაღწევა, მიიღოთ გადაწყვეტილება სწორედ ამ დაბნელების დღეს …

ასევე ძველმანები და ზედმეტი ,,ხლამები” მოიშორეთ სამუდამოდ გათავისუფლდით რაც კი დღემდე ვერ მოიშორეთ სხვადასხვა მიზეზთა გამო…

უშუალოდ დაბნელების დღე გაატარეთ მშვიდად…

ჰარმონიულად…

ნუ გაეკარებით ნურავითარ ნეგატიურ ინფორმაციებსა და აგრესიას…

ნუ მიეძალებით რთულ და მძიმე საკვებს, ხორცეულს… ალკოჰოლს, მავნე ჩვევებს… დააღწიეთ , სანერვიულო ფიქრები ამ დღეს არ გაიკაროთ…

გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული

და

გულწრფელი მადლიერებით

ყველას

უსურვეთ სიკეთე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სიყვარული,

და

შეიგრძენით როგორ აივსეთ თქვენც ამ სიყვარულით…

გაუღიმეთ თქვენს საკუთარ ცხოვრებას

და თქვენს მეს, თქვენს პიროვნებას,

აპატიეთ ყველაფერი თქვენს თავს, რომ ვერ გაიმეტეთ ბევრი სიკეთეები საკუთარი თავისთვის დღემდე…

აპატიეთ ყველას ყველაფერი…

მიუტევეთ

და გაუშვით…..

… დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, რომელსაც მიუძღვნით თქვენს საკუთარ მეს…

სიკეთეს გისურვებთ მადლიერებით და პატივისცემით, საუკეთესო სურვილებით…'' - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი. 

წაიკითხეთ სრულად