Baby Bag

Microsoft Teams-ის გამოყენება - მასწავლებლებისთვის ვებინარი ჩატარდება

Microsoft Teams-ის გამოყენება - მასწავლებლებისთვის ვებინარი ჩატარდება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის იწყება ვებინარი თემაზე Microsoft Teams-ი გამოყენება სასწავლო პროცესში.

​მათივე ცნობით,  ვებინარი გაიმართება 2 აპრილს 16:00-დან 17:00-მდე. ვებინარის სპიკერი იქნება ვანო ნარიმანიძე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სისტემური ადმინისტრატორი.

„გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური სწავლება აქტუალური საკითხია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციაა მასწავლებლებმა microsoft office 365-ის პროდუქტები გამოიყენონ.

Microsoft Office 365-ის ერთ-ერთი პროგრამა Teams-ი სრულად მორგებულია დისტანციურ სასწავლო პროცესს და საშუალებას გვაძლევს:

● ჩავატაროთ ვიდეო გაკვეთილები და შევინახოთ მათი ჩანაწერები;

● მოვამზადოთ დავალებები; 

● თემები განვიხილოთ ჯგუფურად; 

● სამუშაო ფაილები გავუზიაროთ ჯგუფის წევრებს,“ - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​მასწავლებლებმა ვებინარში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: Teams-ის გამოყენება მასწვ​ლებლებისთვის

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ სწავლას

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად