Baby Bag

,,საოცარ გაკვეთილებს ატარებს'', ,,ძალიან მაგარი მასწავლებელია''

,,საოცარ გაკვეთილებს ატარებს'', ,,ძალიან მაგარი მასწავლებელია''

,,საოცარ გაკვეთილებს ატარებს'', ,,ძალიან მაგარი მასწავლებელია'' - ასე აფასებენ მასწავლებელ სოფო ბაჩილავას მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს.

ნახეთ სოფოს ,,ტელეგაკვეთილი'' მე და საზოგადოება, რომელი III-IV კლასში ჩაატარა 👉,,ტელეგაკვეთი​ლი''

შეგახსენებთ, რომ ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

იხილეთ ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ცხრილი ბმულზე.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - ბერიკა შუკაკიძის პასუხი

როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - ბერიკა შუკაკიძის პასუხი

როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - აღნიშნულ კითხვებს მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ​,,ახალი განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.  

მისი თქმით, ახალი რეგულირების წესი, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე დამტკიცდება. რაც შეეხებათ სპეცმასწავლებლებს, მათ სქემაში ჩართვაზე მუშაობა მიმდინარეობს:

,,უახლოეს პერიოდში აუცილებლად დამტკიცდება რეგულირების წესი (იმედია, ამ თვის ბოლომდე), რადგან ადრინდელ ვერსიაში გამოტოვებული იყო სპეცმასწავლებელი, არ გვინდოდა ახლაც ასე მომხდარიყო - მასწავლებელი არის მასწავლებელი. მეტიც, სპეცმასწავლებელს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმ თვალსაზრისით, რომ მოწყვლად ჯგუფთან უწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო იზრდება სსსმ ბავშვების პოპულაცია, მით უფრო ასეთ პირობებში, ახლა მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ სპეცმასწავლებელზე. ამიტომ მათი გამოტოვება სქემიდან არასწორი იქნება. პირადად ეკა დგებუაძის მოსაზრება იყო, რომ სპეცმასწავლებლები აუცილებლად ჩართულიყვნენ სქემაში. ბუნებრივია, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და ახლა ამაზე მიდის გადაწყობა. იმედია, თვის ბოლომდე, სქემა დამტკიცდება,'' - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.

წაიკითხეთ სრულად