როდის დასრულდება ონლაინ სწავლება და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები? - აღნიშნული კითხვებით MomsEdu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი:
„24 აპრილის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით ცალკე პრეზენტაცია იგეგმება. სწორედ ამ პრეზენტაციიდან შეიტყობს საზოგადოება ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხს,“ - აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, როდის გაიმართება აღნიშნული პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ სკოლებში სასწავლო წლის 1-ელ სექტემბრამდე გადადებაზე ისაუბრა. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გამოცდები აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შეიძლება გადავადდეს.
ინფორმაციისთვის: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდებოდა, აბიტურიენტები სწავლას 20 მაისს, ხოლო პირველკლასელები კი სასწავლო წელს 27 მაისს ასრულებდნენ.
მე-8 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ,,ტელეგაკვეთილი'' მასწავლებელმა ნათია ფურცელაძემ ჩაატარა.
ნახეთ ნათია ფურცელაძის ,,ტელეგაკვეთილი'' და არ დაგავიწყდეთ!!!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)