როდის დასრულდება ონლაინ სწავლება და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები? - აღნიშნული კითხვებით MomsEdu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი:
„24 აპრილის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით ცალკე პრეზენტაცია იგეგმება. სწორედ ამ პრეზენტაციიდან შეიტყობს საზოგადოება ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხს,“ - აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, როდის გაიმართება აღნიშნული პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ სკოლებში სასწავლო წლის 1-ელ სექტემბრამდე გადადებაზე ისაუბრა. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გამოცდები აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შეიძლება გადავადდეს.
ინფორმაციისთვის: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდებოდა, აბიტურიენტები სწავლას 20 მაისს, ხოლო პირველკლასელები კი სასწავლო წელს 27 მაისს ასრულებდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი აქტივობები
გაეცანით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებს.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ანონსი ყოველკვირეულად განახლდება.
არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.