ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„პრაქტიკოს, სპეცმასწავლებლებს და მაძიებლის პროგრამაში ჩართულ ყველა მასწავლებელს შეუნარჩუნდეს კრედიტქულები“ - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წინადადება პარლამენტს
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მაძიებელი პედაგოგების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს. MomsEdu.geგთავაზობთ პოსტს უცვლელად.
„მაძიებელი პედაგოგების საყურადღებოდ:
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი (პსც) ხშირად იღებს „საყვედურებს“ თითქოსდა მაძიებელ პედაგოგებზე არ ვზრუნავთ. ჩვენ მიერ პარლამენტში განსახილველად შეტანილ წინადადებაში ნათლად ჩანს, რომ „საყვედური“ უსაფუძვლოა. აი, ერთ-ერთი წინადადება:
„პრაქტიკოს, სპეცმასწავლებლებს და მაძიებლის პროგრამაში ჩართულ ყველა მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის იმ მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით სტატუსის ამაღლების მიზნით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს შემდგომ სასწავლო წლებში ნებაყოფლობით აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი ისე, რომ შეუნარჩუნდეს წინა წლებში პროფესიული წინსვლისთვის მიღწეული კრედიტქულები.“
მოცემულ ეტაპზე ეს მუხლი ელოდება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისგან განხილვას. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ ვიბრძვით და არ ვართ გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ორგანო. იმ ფონზე, როდესაც ათასობით დაზარალებული პედაგოგი გვყავს და სხვადასხვა შეკრებებზე მხოლოდ 60-70 კაცამდეა ჩართული, გარკვეული წინსვლა მაინც არსებობს. იქნება მეტი ადამიანის გამოსვლა - იქნება მეტი შედეგი!