ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
მასწავლებლის სახლი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს მასპინძლობს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს "ჩხირკედელას" მასპინძლობს, რომელშიც 40-მდე გუნდი მონაწილეობს.
ტურნირი მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
8-9 თებერვალს ბიოლოგიის მიმართულებით გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდა:
I - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა" - გუნდი ''Cerebellum''; II - სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს" - გუნდი "კათიონები"; III - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა - გუნდი "ჰელიქსი";
"ჩხირკედელა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტია. მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მუშაობენ და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან.
ტურნირის ფარგლებში მათი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.