ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
მასწავლებელთა საყურადღებოდ! - იხილეთ გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმა
გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმა დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს.