ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ ტრენინგს იწყებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ ტრენინგს - „Google Earth (გუგლ დედამიწის) გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა" იწყებს.
ტრენიგის მიზანია:
ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას;
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადებისას ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში;
Google Earth-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებით სასწავლო რესურსის მომზადება და მისი მახასიათებლების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საკონტაქტო სთ და 5 არასაკონტაქტო სთ;
ტრენინგი აკრედიტირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ 0.5 კრედიტქულას.