ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრას ელექტრონულ ფორმატში ამჯერად მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის მართავს.
შეხვედრა 9 ივნისს, 15:00 საათზე, Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას ტესტების შინაარსობრივ ნაწილსა და, ზოგადად, საგამოცდო პროცესის შესახებ ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მიაწვდიან.
ონლაინ შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია სპეციალური ბმულის მეშვეობით.