ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
მასწავლებლის სახლი ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს
მასწავლებლის სახლი ტრენინგზე „კლიმატის ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებისადმი მოსწავლეების გაზრდილ ინტერესს“ რეგისტრაციას აცხადებს. მათი ცნობით, ტრენინგი განკუთვნილია პროგრამა eTwinning plus-ში რეგისტრირებული პედაგოგებისთვის.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგმოდულის მიზანია, მასწავლებლებმა შეძლონ კლიმატის ცვლილების ჩართვა სწავლებაში, სასწავლო პროგრამაში და აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება, მათი კომპეტენციები მდგრადობის მიმართულებით. დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები აღნიშნულ თემაზე.
კერძოდ:
შეძლონ კლიმატის ცვლილების ინტეგრირებას სასწავლო პროგრამაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში;
შეძლონ გაიაზრონ თავად და გაააზრებინონ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზები და შედეგები;
შეძლონ ონლაინ აპლიკაციების და მწვანე კალკულატორების გამოყენებას;
შეძლონ იმ ღონისძიებათა ერთობლიობაზე მსჯელობას, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება გლობალურ დონეზე ახორციელებს;
შეძლონ სკოლაში კლიმატის ცვლილებაზე ერთიანი სასკოლო მიდგომის შემუშავებას და თემატიკის სწავლების პროცესში ინტეგრირებას;
შეძლონ შესაბამისი პროექტების დაგეგმვის გზით მდგრადობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი კომპეტენციების განვითარებას.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საკონტაქტო საათი, რეგისტრაცია 31 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.