ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
პრეტესტებზე რეგისტრაცია 19 ივნისამდე გახანგრძლივდა! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრმა დაწყებითი საფეხურის (I-IV კომბინირებული) მასწავლებლებისთვის პრეტესტზე რეგისტრაცია 19 ივნისამდე გაახანგრძლივა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაციის გახანგრძლივება მასწავლებლების მხრიდან პრეტესტებზე დიდმა ინტერესმა გამოიწვია:
„პრეტესტის საშუალებით მოხდება მასწავლებლის ცოდნის დიაგნოსტირება, რის შემდეგაც გაიმართება 10-საათიანი კონსულტაციები მასწავლების სახლის ტრენერებთან. კონსულტაციის დროს პედაგოგებს გადაეცემათ გამოცდისათვის მოსამზადებელი მასალების ელექტრონული ვერსია,“ - აღნიშნავენ ცენტრის წარმომადგენლები.