უფასო ტრენინგების სერიამ - „სოლიდარობა პედაგოგებს“ ინტერნეტი დაიპყრო
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ინიციატივით 2020 წლის 7 ნოემბერს დაიწყო უფასო ტრენინგების სერია. ტრენინგებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ტრენინგის ვიდეოს ათასობით ნახვა აქვს და მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. მადლიერი პედაგოგების რაოდენობა ათასებს ითვლის ამ სასიკეთო საქმის წამოწყებისთვის. ეს მართლაც ბევრ პედაგოგს დაეხმარება გამოცდის მაღალ ქულაზე ჩაბარებაში, რადგან ტრენინგებს ატარებენ მასწავლებლის სახლიდან მოწვეული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები.