ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
,,ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველაფერი გამართულად მუშაობს.
ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული.
შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასწავლებლის სახლი კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგზე ,,Scratch - ვიზუალური პროგრამირება“ რეგისტრაციას აცხადებს.
ცენტრის ცნობით, ტრენინგია განკუთვნილია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მოქმედი მასწავლებლებისათვის.
„ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან ვიზუალური პროგრამირების პლატფორმას, შეძლებენ პროექტების, კომპიუტერული პროგრამის/თამაშის შექმნას სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ელემენტების გამოყენებით.
ტრენინგი მოიცავს: 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათს. (ტრენინგი ტარდება ოთხი დღე, დღეში 4 საათი).
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებლებს მიენიჭებათ 1 კრედიტქულა.
აუცილებელი პირობა: ტრენინგი განკუთვნილია ისტ-ის საგნის მასწავლებლებისთვის.
ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება.
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.