Baby Bag

​მასწავლებლების 97%-სა და მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს - სამინისტრომ კვლევა გამოაქვეყნა

​მასწავლებლების 97%-სა და მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს - სამინისტრომ კვლევა გამოაქვეყნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების, აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში დისტანციური სწავლების განვითარების კუთხით უწყების თანმიმდევრული პოლიტიკის, მუშაობისა და მიღწეული შედეგების შეფასებაა წარმოდგენილი.

ამ დოკუმენტის თანახმად, სამინისტროს მიერ ნოემბერში ჩატარებული მოკვლევის შედეგების მიხედვით:

ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მასწავლებლების 97%-ს (48843 მასწავლებელი) ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს.

ინტერნეტი არ აქვს 1.7%-ს და ტექნიკა არ აქვს 0.9%-ს.

კვლევა მოსწავლეებსაც შეეხოთ და სამინისტროს მაჩვენებლების მიხედვით:

ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მოსწავლეების 94%-ს (459846) ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს.

ინტერნეტი არ აქვს 3,4%-სა და ტექნიკა არ აქვს 2,4%-ს. 

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ​აქ