ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
ციფრული რესურსები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის
საქართველოს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, რაც მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროცესს უფრო სახალისოს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით არაერთი ციფრული რესურსი შეიქმნა, რომლებსაც სკოლები ეფექტიანად იყენებენ. რესურსების სანახავად გადადით ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=12511&lang=geo