ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
სკოლების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა.
მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ბრძანებით, ვადად დადგინდა 2021 წლის 14 ივნისიდან 2021 წლის 04 ივლისის ჩათვლით პერიოდი.