ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
მასწავლებლის სახლი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით, აცხადებს რეგისტრაციას ახალ, მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზზე დაფუძნებით შემუშავებულ ტრენინგებზე.