ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
მასწავლებლის სახლის ტრენერებმა, მასწავლებლებმა და დირექტორებმა სამუშაო შეხვედრა „შეფასება განათლებაში“ მიიღეს მონაწილეობა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „შეფასება განათლებაში“.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხს - „ცოდნა და ღირებულებითი განათლება (VAKE), დილემებით სწავლება“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ზალცბურგის უნივერსიტეტის ემირიტუს პროფესორი, ჟან ლუკ პატრი.
ღონისძიება ERASMUS + პროექტის - კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობის (CURE) ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა, სკოლების მასწავლებლებმა და დირექტორებმა.