ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - მათემატიკა (VII-XII), ფიზიკა, ქიმია, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებულ ტესტებს (მათემატიკა (VII-XII), ფიზიკა, ქიმია, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება).
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად.