Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1-ლ ოქტომბრამდე მსხვილ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებლებში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან მუშაობა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად