Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელთა ვაკანსიები განახლდა

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელთა ვაკანსიები განახლდა

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ​საჯარო და კერძო სკოლებმა მასწავლებელთათვის ახალი ვაკანსიები გამოაცხადეს.

ვაკანსები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - ​მასწავლებელთა ვაკანსიები

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით?

ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია.

ამავე თემაზე:

​როგორ შეიძლება საჯარო სკოლაში დასაქმება

წაიკითხეთ სრულად