Baby Bag

ასეთ სამზარეულოებში ფუსფუსი არც ერთ დიასახლისს არ მოუნდება

ასეთ სამზარეულოებში ფუსფუსი არც ერთ დიასახლისს არ მოუნდება

დაგვეთანხმებით, რომ საჭმელი, ოჯახი, გართობა - ეს სამი სიტყვა სრულყოფილად აღწერს სამზარეულოს, სადაც ყველას უყვარს შეკრება. თუმცა ყველა სამზარეულო ასეთი როდია. ნახეთ ფოტოები, სადაც ფუსფუსი და შეკრება ნაკლებად მოგინდებათ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს საახალწლო ტრადიცია მაქვს, რომ განვმარტოვდები ორი წუთით, მიზნად ვისახავ, რას გავაკეთებ,“ - სალომე ბაკურაძე

„ეს საახალწლო ტრადიცია მაქვს, რომ განვმარტოვდები ორი წუთით, მიზნად ვისახავ, რას გავაკეთებ,“ - სალომე ბაკურაძე

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ ახალი 2022 წლის მიმართ მისი მოლოდინების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედიანად არის განწყობილი:

„ძლივს, რა კარგი იყო, რომ გამახსენდა სამუშაო რეჟიმი. ისევ კონცერტები, ისევ ჩქარობ, ისევ გეგმავ, ისევ ბევრი ტანსაცმელი მანქანაში. ამან ძალიან გამახარა და დამიბრუნა რწმენა, რომ 2022 წელი ნამდვილად იქნება გარდამტეხი და ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს. ახალ წელს შევხვდი სიმღერით, შუშხუნა ღვინით ხელში. დავთვალე ათიდან ერთამდე.“

სალომე ბაკურაძის თქმით, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების პირობებში ცხოვრების ეტაპი მისთვის ძალიან რთულ პერიოდთან ასოცირდება:

​ურთულესი პერიოდი იყო. ძალიან მძიმე იყო, მით უმეტეს, ჩემთვის. მივხვდი, რომ მხოლოდ კარგ ხასიათზე ვართ საჭირო, მეტი უფუნქციოები ვართ. რჩები საყვარელი საქმისა და შემოსავლების გარეშე.“

„მე უკვე ვგრძნობ, რომ ეს წელი ბევრად უკეთესი იქნება. ეს საახალწლო ტრადიცია მაქვს, რომ განვმარტოვდები ორი წუთით, მოკლე ექსკურსს ვაკეთებ, მიზნად ვისახავ რაღაცებს, რასაც გავაკეთებ. რაც უფრო კონკრეტულია ხოლმე ეს მიზნები, მით უფრო ერთ წელიწადში ესწრება,“ - აღნიშნულ საკითხზე სალომე ბაკურაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად