Baby Bag

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს წინ მოცეკვავე ბებო, დღეს გაგიხალისებთ

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს წინ მოცეკვავე ბებო, დღეს გაგიხალისებთ

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ბებო, რომელიც მარჯანიშვილის მეტროს წინ მომღერალი ბიჭების შესრულებულზე საოცრად ენერგიულად ცეკვავს, მაშინ ახლავე ჩაუჯექით და დღის პოზიტიური დასაწყისისთვის მოემზადეთ.

ვიდეოს სოციალურ ქსელში 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში აქტუალური შიმშილობის თემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყებამდე ადამიანმა ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტაროს:

„კოვიდი რას აკეთებს? ​კოვიდი აზიანებს ადამიანებს. განსაკუთრებით აზიანებს იმ ადამიანებს, ვისი იმუნური სისტემა არის დაქვეითებული. ამიტომაც არის რეკომენდებული, რომ თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა.“

„ეს არის ჩემი, როგორც ექიმის რჩევა. თუ ადამიანს შიმშილობის პროცესში კოვიდი დაემართება, ის ვირუსს უფრო მძიმედ გადაიტანს. მე ვურჩევ, ჯერ აიცრას ერთი დოზით, 21 დღის შემდეგ მეორე დოზით, მერე 14 დღე დაელოდოს და დაიწყოს შიმშილობა. ასე იქნება მისი ორგანიზმი დაცული. მე აქ პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი. მე ვამბობ ორგანიზმზე,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

წყარო: ​„რადიო GT” 

წაიკითხეთ სრულად