Baby Bag

ფოტოგრაფმა გააქრო სმარტფონები, რომ აჩვენოს ჩვენი უცნაური და მარტოსული ახალი სამყარო

ფოტოგრაფმა გააქრო სმარტფონები, რომ აჩვენოს ჩვენი უცნაური და მარტოსული ახალი სამყარო

თქვენ ახლა ამ სტატიას ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით კითხულობთ. წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურებით, თუ ეს მოწყობილობა მოულოდნელად გაქრა. 

მარტოხელა? ოდნავ გიჟი? გვერდზე მჯდომ ადამიანს აიგნორებთ? 

ამერიკელმა ფოტოგრაფმა ერიკ პიკერსგილმა შექმნა ფოტოების სერია - „ამოღებული", რომელიც შეგვახსენებს, თუ რამდენად უცნაურია ეს პოზა. 

თითოეულ პორტრეტში ელექტრონული მოწყობილობები გამქრალია ისე, რომ ადამიანები იყურებიან თავიანთ ხელში, ან ხელებს შორის და ადგილი ცარიელია. ადამიანები კი ერთმანეთს, მათ ირგვლის არსებულ გარემოს ვერც კი ამჩნევენ. 

შედეგები სამწუხაროა და საშინელი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

წაიკითხეთ სრულად