Baby Bag

ფილმი, რომელიც მასწავლებლის პროფესიას სულ სხვა თვალით დაგანახებთ

ფილმი, რომელიც მასწავლებლის პროფესიას სულ სხვა თვალით დაგანახებთ

ფილმი „თავისუფლების მწერლები“ მოგვითხობს ახალგაზრდა, ენერგიულ მასწავლებელსა და მის მოსწავლეებზე. ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90-იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.

ფილმი „თავისუფლების მწერლები“ იხილეთ ​ბმულზე. 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

    ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

    ​MomsEdu​.GE გთავაზობთ ფილმს - „საოცრება“, რომელსაც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ. ფილმი დაფუძნებულია ნიუ-იორკ ტაიმსის ამავე დასახელების ბესტსელერ წიგნზე. 

    როგორია ფილმის სიუჟეტი?ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. 

    იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - სახე არ აქვს. ავგუსტმა 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ თავად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

    ფილმი იხილეთ ბმულზე -​ „საოცრება“

    წაიკითხეთ სრულად