Baby Bag

„თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დავასვენებთ - ზღვაზე თუ მთაში“

„თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დავასვენებთ - ზღვაზე თუ მთაში“

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად - ზღვაზე თუ მთაში? - ამ თემაზე პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დავასვენებთ:

„თანამედროვე ოჯახში, სადაც ყველა მუშაობს, მთა და ზღვა - ორივე ერთად ვერ ხერხდება, ფინანსურადაც საკმაოდ რთულია. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, არჩევანი წინაშე შეიძლება იყვნენ მშობლები. თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დაასვენებთ - ზღვაზე თუ მთაში. ზღვასთან მიმართებაში არის მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლებიც ცოტა უფრო ართულებს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დასვენებას, გაცილებით უფრო მეტ დეტალზე ყურადღების მიქცევაა საჭირო. 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან განსაკუთრებით, აუცილებელია გათვალიწინებულ იქნას, რომ მზის დამცავის მაღალფაქტორიანი კრემი, რომელიც სპეციფიკური იქნება ჩვილებისთვის. პარფიუმერიის შემცველი მზის დამცავები პრობლემური, ალერგიული შეიძლება აღმოჩნდეს. იქ არის მთელი რიგი რეჟიმის დაცვა - 10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი მზეზე გაყვანა, ეს უნდა მოხდეს, აუცილებლად დილით 10 საათამდე ან 6-ის შემდეგ. გასათვალისწინებელია არამატო მზის, ასავე სითბური დარტმა, რომელიც თუნდაც ჩრდილის პირობებში შესაძლებელია. მოკლედ, ზღვაზე უფრო მეტი საფიქრალია, ვიდრე მთაში,“ - აღნიშნა ეკა უბერმა.

მისივე თქმით, სასურველია დასვენება იყოს ხანგრძლივი, მინიმუმ 14-დღიანი:

„რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო უჭირს აკლიმატიზაცია. ზოგადად, დადგენილია, რომ 7-10 დღე სჭირდება ბავშვს ახალ კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად - ეს შეიძლება იყოს: ძილის პროცესის დარღვევა, გაღიზიანებადობა, ჭირვეულობა, უმადობა. 7-10 დღე არის შეგუება ამ ახალ პირობებთან, შემდგომში იწყება ადატპაცია და ამასობაში მთავრდება დასვენებაც. ამიტომ რა თქმა უნდა, სასურველია დასვენება იყოს ხანგრძლივი, მინიმუმ 14-დღიანი“ - განაცხადა პედიატრმა.

მან ასევე ისაუბრა ჩვილების მაღალმთიან რეგიონებში დასვენების საკითხზეც:

„ის, რომ მაღალმთიან რეგიონებში ჩვილის აყვანა არ არის სასურველი, აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. ერთადერთი - რაც უფრო ჩვილია, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვზეა საუბარი, როდესაც ავადობის რისკები შედარებით უფრო მაღალია, ასე თუ ისე, ახლოს უნდა სამედიცინო დაწესებულება, სადაც პატარას ადეკვატურ დახმარებას აღმოუჩენენ“, - აღნიშნა ეკა უბერმა.

მისივე თქმით, მთავარია, რომ ბავშვი დავასვენოთ სიმწვანეში, სადაც იქნება ბევრი ჟანგბადი:

„ეს იქნება სოფლად, თუ მაღალმთიან კურორტებში, რა თქმა უნდა, ამას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ფიჭვნარი და მიკროკლიმატი საუკეთესოა, თუმცა უნდა გამოვყოთ ის ბავშვები, რომელთაც ალერგიული დაავადებების მაღალი რისკი აქვთ. თუ ბავშვს აქვს გარკევეულ მცენარეზე ალერგიული კომპონენტით განპირობებული ბრონქული ასთმა თუ სხვა ალერგიული გამოვლინენები, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნას გამორიცხული რისკები, რადგან შესაძლებელია მაღალმთიან სოფლებში ის კონკრეტული მცენარეები ყვაოდეს და პირიქით, სარგებლის ნაცვად, ზიანი მოუტანოს ბავშვს. ამიტომ ეს კონკრეტული კომპონენტები აუცილებლად გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ეკა უბერმა.

როგორც პედიატრმა აღნიშნა, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ურეკის მაგნიტური ქვიშა, თუმცა მტკიცებითი მედიცინა ბუნებრივ სიკეთეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს:

„მტკიცებითი მედიცინა, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული მედიცინა, ამ კონკრეტულ ბუნებრივ სიკეთეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ურეკის მაგნიტური ქვიშა, როდესაც გარემო არის სუფთა და მისაღები ადრეული ასაკის ბავშვისთვის. ყველამ ვიცით, რომ ძალიან ხშირია ნაწლავური ინფექციები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და აქაც ძალიან ბევრი პრობლემა მოდის. ინფექციები წყლიდან, ქვიშიდან, რადგან ბავშვის კანი არის ძალიან ფაქიზი. სამწუხაროდ, კოვიდი არსად არ წასულა, ისევ და ისევ იგივე რეკომენდაციებია - პირბადე, ხელის ჰიგიენა და სოციალური დისტანცია და ალბათ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ეს კომპონენტი - სადაც უფრო ნაკლები მჭიდრო კონტაქტები იქნება, იქ იქნება დასვენება კარგი“, - აღნიშნულ საკითხებზე პედიტრმა ეკა უბერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების​ ჯგუფი“)

„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის, მზის და წყლის აბაზანები,“ - თემუ...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში პასიური კურორტული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე ჰაერის, მზის და წყლის აბაზანების მიღება ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო...
„ბავშვებში ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ კურორტულ პასიურ მკურნალობას,“ - პედიატრი თემურ მიქელა...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პედიატრები რეკომენდაციას უწევენ კურორტულ პასიურ მკურნალობას:„ბავშვებში სასურველია პასიური თერაპია,​ ე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

„რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო მას ეს ბედნიერება?“ - ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი

ფსიქოლოგმა თინათინ ზენაიშვილმა მშობლების მხრიდან დასასვენებლად მარტო წასვლის სურვილსა და წესზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ქმედება და სურვილი მშობლის მხირდან გასაოცარია:

„ბავშვი მთელი წელი ელოდება ნანატრ დროს, როდესაც დედა და მამა იქნება მხოლოდ მისი და არ იქნება არც სამსახურის, არც მეგობრების, არც არავისი. ძალიან სცოდავენ მშობლები ამ შემთხვევაში, თუ ასე ფიქრობენ. რატომ ფიქრობენ ასე, მე მაოცებს და მაკვირვებს. მე თვითონ ოთხი შვილის დედა ვარ და არ გამჩენია სურვილი არასდროს, რომ დამესვენა მარტო. ბავშვებს 9-10 საათზე რომ დააძინებ, ის ორი საათი დაჯდები და ან ფილმს უყურებ, ან წიგნს წაიკითხავ, ესეც განტვირთვაა და მგონი, სრულებით საკმარისია. შვილის გარეშე რომ სურთ დასვენება, ე.ი. რაღაცას ვერ უგებენ შვილს. ეს არის პრობლემა ჩემთვის. რატომ უნდა დავისვენო შვილის გარეშე? რატომ მოვაკლო ჩემს შვილს ეს ბედნიერება? ეს მისთვის არის ბედნიერება.

თუ მშობელი მუშაობს და ბავშვს უშვებს დასასვენებლად, მან იცის, გაცნობიერებული აქვს, რატომ არ არის დედა მასთან. თუმცა ის ყოველთვის დაელოდება მშობლის ჩასვლას და მის ნახვას. ბავშვი ამას შეგუებულია, თუ წინასწარ უხსნის ვინმე. ხშირ შემთხვევაში არ ვუხსნით ხოლმე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასწარ ავუხსნათ, ვუთხრათ, თუ მასთან არ ვარ, რატომ? რას ვუთმობ დროს,“- მოცემულ საკითხზე თინათინ ზენაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად