Baby Bag

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

12 წლის ქართველმა ბიჭმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა. მან სიმღერა „All by Myself“ შეასრულა და ჟიურის მოხიბვლა პირველივე წამებიდან შეძლო.  

სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიური ცრემლებს ვერ იკავებდა. ჟიურის წევრებმა ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება სთხოვეს, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

ალექსანდრე სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში სულ ექვსი ბავშვია.

შეიძლება დაინტერესდეთ

ფონდი „სოხუმი“ UNHCR-ის საინფორმაციო შეხვედრაზე

ფონდი „სოხუმი“ UNHCR-ის საინფორმაციო შეხვედრაზე

ქალთა ფონდი „სოხუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თორინავამ და უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროგრამის კოორდინატორმა სოფია წირღვავამ მონაწილეობა მიიღეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს, მათთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულსერვისებს, მათ შორის უვიზო რეჟიმის ფარგლებში უკრაინელებისთვის შეთავაზებულ სერვისებსა და უფლებებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან ქუთაისში და დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები და ასევეფონდის მიერ უკრაინელებისათვის გაწეულ მხარდაჭერასა და სერვისებზე.

ფონდი „სოხუმი“ 2021 წლის აპრილიდან აქტიურად მუშაობს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა აუცილებელი სერვისების გაწევაზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.

R.

წაიკითხეთ სრულად