Baby Bag

„კარანტინი“ - პანდემიის დროს შექმნილი წუთნახევრიანი სიმღერა განწყობას გაგიხალისებთ

„კარანტინი“ - პანდემიის დროს შექმნილი წუთნახევრიანი სიმღერა განწყობას გაგიხალისებთ

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სახლში ჩაკეტილი ხალხი სხვადასხვა გზით ცდილობს თავისა და გარშემომყოფების გახალისებას. ამ მიზნით, შეიქმნა სიმღერა „კარანტინი“, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. სიმღერას ია შამათავა ასრულებს. იმედისმომცემი ტექსტი და შემსრულებლის საოცრად თბილი ხმა პოზიტიურად განაწყობს მსმენელს. მოუსმინეთ სიმღერას და გახალისდით.

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი საკვები უყვარს ღვიძლს და რომელი პროდუქტებია მისთვის საზიანო? - ჰეპატოლოგი მაკა სვანიძე

რომელი საკვები უყვარს ღვიძლს და რომელი პროდუქტებია მისთვის საზიანო? - ჰეპატოლოგი მაკა სვანიძე

ჰეპატოლოგმა მაკა სვანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ღვიძლისთვის მავნე და სასარგებლო პროდუქტები დაასახელა:

„ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლიც დასაშვებია და ცხიმიანი საკვებიც, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს მისი ღვიძლის მდგომარეობა. თუ მან იცის, რომ დაზიანებული აქვს ღვიძლი, შეიძლება საერთოდ აიკრძალოს ალკოჰოლის მიღება. მნიშვნელოვანია ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხიც. დღეს ღვიძლის გადანერგვების  ყველაზე მეტი რაოდენობა ჰეპატიტებით გამოწვეული დაზიანების შემდეგ ღვიძლის გაცხიმოვნებაზე მოდის. ყავა არის ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო სასმელი ღვიძლისთვის. ამას გაღრმავებული კვლევები სჭირდება. თუმცა, ჩატარებულია კვლევები და არის პუბლიკაციები ყავის დიდ სარგებელზე. ყავას აქვს ძალიან კარგი ანტიოქსიდაციური მოქმედება, რის ხარჯზეც ის ეხმარება ღვიძლში მიმდინარე ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. ჩაიც ასევე ანტიოქსიდანტია ძალიან კარგი. არის გარკვეული ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასეთი მოქმედება, მაგალითად გრეიფრუტს, მოცვს, კომბოსტოს, შვრიას, ხორბალს, ბურღულეულს. არის პუბლიკაციები, რომლებიც ადასტურებს ღვიძლზე მათ კარგ მოქმედებას.

თუ ღვიძლი ჯანმრთელია, მაშინ ალკოჰოლს აიტანს, მაგრამ ალკოჰოლი ღვიძლისთვის კარგი არ არის. ღვიძლისთვის მავნეა თამბაქოც. ადამიანმა შეიძლება კვებით მიიყვანოს ღვიძლი გაცხიმოვნებამდე. ეს არასწორი კვების შედეგია. ჭარბი ცხიმების გადამუშავება ვერ ხდება ღვიძლის მიერ, შედეგად ცხიმი ჩალაგდება ღვიძლის უჯრედებში, რაც იწვევს ანთებებს, ფიბროზს და შეიძლება ციროზიც გამოიწვიოს,“- აღნიშნა მაკა სვანიძემ.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად